Belive

ქართველი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, 6 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის შეხვედრაში ავსტრიული ზალცბურგი ნიდერლანდების წარმომადგენელ გოუ ეჰედ იგლზს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა ზალცბურგში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს ლევან ფანიაშვილი, რომელიც ოლიმპიაკოსისა და პსვ-ს შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია