ქართველი ფეხბურთელებისთვის PSG-ის აკადემიის კარი იხსნება – პარიზში უნიკალური პრემიუმ კემპი გაიმართება
ბავშვისთვის, რომელიც ფეხბურთს საკუთარ მომავალ პროფესიად ხედავს, საერთაშორისო გამოცდილების მიღება განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაძლებლობა უკავშირდება ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის – "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ აკადემიაში ვარჯიშს. სწორედ ასეთ შანსს აძლევს ქართველ მოზარდებს ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც ისინი ელიტური საფეხბურთო გარემოს ნაწილი გახდებიან.
ახალი შესაძლებლობა ქართველი ფეხბურთელებისთვის
საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღემდე რჩება თანამედროვე ევროპულ სისტემებთან პრაქტიკული შეხების სიმცირე. ადგილობრივ მოთამაშეებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობები იმ სტანდარტებში გამოსცადონ, სადაც მსოფლიოს წამყვანი კლუბები მომავალ ფეხბურთელებს ზრდიან.
ამ საჭიროების საპასუხოდ Campushub.ge-მ შექმნა პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ინიციატივის მთავარი მიზანი მხოლოდ უცხოეთში გამგზავრება არ არის - ის ორიენტირებულია ბავშვების როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნულ განვითარებაზე. პროექტი მათ საშუალებას აძლევს, ადგილობრივი გარემოდან პირდაპირ ევროპული ელიტის საფეხბურთო კულტურაში აღმოჩნდნენ.
მთავარი იდეა მარტივია - ქართველ ფეხბურთელებს ისეთივე პირობები შეუქმნას, როგორშიც მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავები ვითარდებიან.
როგორ ჩატარდება კემპი?
PSG Academy-ის პრემიუმ კემპი 2026 წლის 18-23 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას უმასპინძლებს PSG Campus — კლუბის თანამედროვე საწვრთნელი კომპლექსი, რომელიც 2023 წელს გაიხსნა და 74 ჰექტარზეა განთავსებული. ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით, ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ცენტრად მიიჩნევა.
კომპლექსში განლაგებულია უეფას მოთხოვნების შესაბამისი 17 საფეხბურთო მოედანი, სრულად აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, აღდგენის ზონები და სხვა თანამედროვე სივრცეები, რომლებიც პროფესიონალი სპორტსმენების საჭიროებებს პასუხობს. სწორედ აქ ვარჯიშობენ „პარი სენ-ჟერმენის“ პროფესიონალური, ქალთა და აკადემიის გუნდები. ბაზა პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზე მდებარეობს.
პროექტის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა. კემპში მხოლოდ 30 ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, რაც თითოეულ მათგანისთვის მეტ ყურადღებასა და ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს.
პროგრამა, რომელიც მხოლოდ მოედნით არ შემოიფარგლება
თანამედროვე ფეხბურთში წარმატებისთვის ტექნიკური შესაძლებლობები საკმარისი აღარ არის. სწორედ ამიტომ, კემპის პროგრამა მრავალმხრივ განვითარებაზეა აგებული.
მონაწილეები ჩაერთვებიან შვიდ ინტენსიურ სავარჯიშო სესიაში, რომლებსაც PSG-ის აკადემიის მწვრთნელები გაუძღვებიან. ვარჯიშები დაფუძნებულია კლუბის ოფიციალურ საფეხბურთო ფილოსოფიაზე, რომელიც ბურთის კონტროლს, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და მაღალი ინტენსივობის თამაშს ეფუძნება.
პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, პროგრამა მოიცავს ოთხ საგანმანათლებლო სესიასაც, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
სპორტსმენისთვის სწორი კვება და ნუტრიცია;
აღდგენის პროცესი, ხარისხიანი ძილის მნიშვნელობა და ტრავმების პრევენცია;
ემოციური მდგრადობა, თავდაჯერებულობის განვითარება და ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავება;
PSG-ის აკადემიის თანამედროვე საწვრთნელი მეთოდოლოგია.
ეს პროგრამა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფეხბურთელების ტექნიკურ სრულყოფას, არამედ ისეთი ჩვევებისა და უნარების განვითარებასაც, რომლებიც პროფესიონალურ სპორტში წარმატებისთვის აუცილებელია.
გამოცდილება, რომელიც მომავალს ქმნის
PSG Academy-ის პრემიუმ კემპი გაცილებით მეტია, ვიდრე რამდენიმე დღე ვარჯიშში გატარებული დრო. ეს არის შესაძლებლობა, მოზარდებმა საკუთარი თვალით იხილონ და საკუთარ თავზე გამოსცადონ ის გარემო, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები იზრდებიან.
ასეთი გამოცდილება მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას, აყალიბებს პროფესიონალურ დამოკიდებულებას და ბავშვებს აძლევს რწმენას, რომ მაღალი მიზნების მიღწევა რეალურად შესაძლებელია. ევროპული სტანდარტების გაცნობა მათთვის მხოლოდ ოცნება აღარ იქნება.
მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რადგან სწორედ ასეთი ინიციატივები ქმნის პირობებს, რომ მომავალში საქართველომ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო დონის ფეხბურთელი გაზარდოს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კემპში რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ campushub.ge.