Belive

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის შეხვედრებზე იმუშავებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე ქართული მსაჯთა ბრიგადები იმუშავებენ. ბრიუსელში, "ანდერლეხტისა“ და "პაიდეს“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ფარერული "კლაკსვიკის" და კოსოვოს წარმომადგენელი "ბალკანის" მატჩს, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. გარდა მსაჯებისა, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩებზე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, 16 ქართველი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.  

სხვა სტატიები