ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელთან კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირის ანტმანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ანტმანი საქართველოს ნაკრებში 2026 წლის ჩათვლით იმუშავებს.
ამჟამად, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში თბილისში შეკრებას ატარებს. მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ნაკრების წევრებთან ერთად, შეკრებაზე ეროვნული ასაკობრივის ნაკრებების წევრები გამოიძახა. საწვრთნელი შეკრება დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წელს უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობს. ჩვენი გუნდი C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსის და ანდორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. პირველი ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, ანდორის წინააღმდეგ ჩაატარებს.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია