პსჟ ზაფხულში ენდრიკის დამატებას ეცდება
„რეალ მადრიდის" შიდა წრეებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენი“ ამ ზაფხულს ბრაზილიელი თავდამსხმელის გადაბირების მიზნით მიმზიდველი სატრანსფერო წინადადების შემუშავებას გეგმავს. 18 წლის ენდრიკი, რომელიც ესპანურ გიგანტს გასულ წელს „პალმეირასიდან“ შეუერთდა, პირველ სეზონში მინდორზე შეზღუდული სათამაშო დროით იყო, მან მხოლოდ 709 წუთი ითამაშა.
პსჟ ცდილობს ფეხბურთელის ეს მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და უპირველს ყოვლისა გაორმაგებულ ხელფასს შესთავაზებს, რასაც ლუის ენრიკეს მხრიდან ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის პირობაც დაემატება.
მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ბლანკოსი“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში თანდათანობით ინტეგრაციას გეგმავს, შესაძლოა, მნიშვნელოვანმა ფინანსურმა შეთავაზებამ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ სამომავლო კლუბად პსჟ აირჩიოს.