პსჟ Vs მარსელი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები
ხუთშაბათს, 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და მარსელი დაუპირისპირდებიან.
რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
შევალიე - მარკინიოსი, ზაირ-ემერი, მენდეში, პაჩო, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, დემბელე, დუე.
მარსელის სავარაუდო შემადგენლობა:
რული - პავარი, ბალერდი, აგერდი, ვეა, ო'რაილი, ნადირი, პალმიერი, გრინვუდი, პაიშაო, ობამეიანგი.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ლი და საფონოვი დააკლდებიან, ჰაკიმი და მბაიე კი აფრიკის თასზე ასპარეზობენ.
პსჟ-სა და მარსელის მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.
საფრანგეთის სუპერთასის მოქმედი მფლობელი სწორედ პარი სენ ჟერმენია, რომელმაც შარშან ფინალში მონაკო დაამარცხა.
ტიტული ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ პსჟ-ს აქვს მოპოვებული.
📋 Our squad for the Trophée des Champions ⤵️ pic.twitter.com/MbXYKG9k5E
— Paris Saint-Germain (@PSG_English) January 6, 2026