Belive

პსჟ-მ მარსელი დაამარცხა - პოჩეტინოს პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
14 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "მარსელი" ლენსში, ნეიტრალურ არენაზე გამართულ მატჩში - 2:1 დაამარცხა. პარიზელთაგან გოლების ავტორები მაურო იკარდი და ნეიმარი გახდნენ, ხოლო "ოლიმპიკის" მხრიდან ერთი ბურთი დიმიტრი პაიემ გაქვითა. ეს მაურისიო პოჩეტინოსთვის "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელის რანგშიც და მთლიანად კარიერაში პირველი ტიტული გახლდათ. ლიგა 1-ში დედაქალაქელებს 39 ქულა აქვთ და ლიდერ "ლიონს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები