Belive

პსჟ-მ 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მე -3 ტურის მატჩში, "პარი სენ-ჟერმენი" "მარსელთან" დამარცხდა და 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. წამყვანი სტატისტიკური სააგენტოს Opta Sport-ის ინფორმაციით, 1978/1979 წლების სეზონის შემდეგ, პარიზელებმა პირველად წააგეს ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში და თანაც ისე, რომ ერთი გოლიც არ გაუტანათ. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში "რეიმსთან" 0:2 წააგო. უქულოდ და ბურთების შეფარდებით - 0:3, ტომას ტუხელის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში პარიზელები საშინაო არენაზე, "მეცთან" ითამაშებენ. მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები