Belive

პროკურორი სკანდალში გაეხვა: "ნაპოლის ვქომაგობ - იუვენტუსი მძულს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პროკურორი, ჩირო სანტორიელო სკანდალში გაეხვა.

საქმე ისაა, რომ ცნობილი გახდა 2019 წლის ვიდეო, რომელშიც პროკურორი ამბობს, რომ ის "ნაპოლის" გულშემატკივარია, ხოლო ტურინის "იუვენტუსი" სძულს.

ამის შემდეგ, ის ერთ-ერთი მონაწილე იყო იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიხედვითაც "ბებერი ქალბატონის" აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელობა დამნაშავედ ცნეს, ხოლო კლუბს სერია A-ს მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ეს არის ფრაგმენტი კონფერენციის ვიდეოდან, რომელშიც ჩირო სანტორიელო, შემდეგ ფრაზას ამბობს: "როგორც ადამიანი, "ნაპოლის" გულშემატკივარი ვარ, ხოლო როგორც პროკურორი - "ანტი-იუვენტინო".

https://www.belive.ge/up/mp4/Streamable%20Video.mp4

"ყველაფერი ვნახე და ვფიქრობ ჯერჯერობით სწორი იქნება, თუ აქ გავჩერდები", - თქვა ვიდეოს გავრცელების შემდეგ იტალიის სპორტის მინისტრმა.

ასევე, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გამოძიებამ ქულები "ნაპოლისაც" დააკლოს.

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნულად საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ლიდერობს, რომელსაც 55 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მილანის "ინტერს" 13 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები