პრევიუ: ბარსელონა - პსჟ
3 წლის წინ
ფეხბურთი
14 წთ
სატურნირო მდგომარეობა
მერვედფინალებამდე გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით მოვიდნენ. მოახლოებული მატჩის მასპინძლებს, მიუხედავად შიდა ჩემპიონატში არეული მდგომარეობისა, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კარგი სტარტი ჰქონდათ და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, G ჯგუფში ქულათა მაქსიმალური რაოდენობით (15) ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, უშუალო კონკურენტ "იუვენტუსთან" - 0:3 დამარცხდნენ და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავეს. "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპი 5 გამარჯვებითა და 1 მარცხით, 16 გატანილი და 5 გაშვებული ბურთით დაასრულა. თუ მათმა მომავალმა მეტოქემ პირველად მარცხი მხოლოდ ბოლო ტურში იგემა, პარიზელები მეორე მატჩშივე დამარცხდნენ (1:2 "მანჩესტერ იუნაიტედთან"). მიუხედავად ამისა, სიკვდილის ჯგუფად მიჩნეულ ოთხეულში, "პარი სენ-ჟერმენმა" ოთხი მოგებით, ყველაზე მეტი - 12 ქულა დააგროვა, ყველაზე მეტი - 13 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 6 გაუშვა, რისი მეშვეობითაც გუნდმა H ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებში სატურნირო მდგომარეობას, "ბარსელონა" ლა ლიგაში 22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 46 ქულით მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ერთი საფეხურით მაღლა მყოფ მადრიდის "რეალზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის "ატლეტიკო" ლიდერობს, რომელსაც 54 ქულა და ორი მატჩით ნაკლები აქვს, კატალონიელებს კი დედაქალაქლეთა გადასწრების საკმაოდ მცირე შანსები გააჩნიათ. პრიმერა დივიზიონში, "ბარსას" ყველა სხვა მეტოქეზე მეტი - 49 გოლი აქვს გატანილი. საკუთარ კარში კი 21 მიღებული - ეს გათამაშებაში "ატლეტიკოს" შემდეგ მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. კოპა დელ რეიზე გუნდი ნახევარფინალშია გასული, სადაც "სევილიასგან" პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. მიმდინარე წელს, რონალდ კუმანს ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა სუპერთასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა. გაცილებით დაძაბულია მდგომარეობა ლიგა 1-ის ლიდერთა შორის, სადაც 25 ტურის შემდეგ, პარიზელები მეორე ადგილს იკავებენ, მათ 54 ქულა აქვთ, ერთით ნაკლები, ვიდრე მოწინავე პოზიციაზე მყოფ "ლილის". დედაქალაქურმა კლუბმა მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსი აჩვენა - 57:15 (ყველაზე მეტი გატანილი და ყველაზე ცოტა გაშვებული). რაც შეეხება სათასო ბატალიებს, "პსჟ" საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, სულ ცოტა ხნის წინ კი "მარსელის" დამარცხებით სუპერთასის მფლობელიც გახდა, რაც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოსთვის პირველი ტიტული გახლდათ.სათამაშო ფორმა
"ბარსელონას" ყველა ტურნირზე ბოლო 17 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული 13 მათგანში კი გამარჯვებას მიაღწია, თუმცა ამ ორი მარცხიდან ერთი გუნდმა სუპერთასის ფინალში, მეორე კი ესპანეთის თასის ნახევარფინალში განიცადა. "ბარსელონა" ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში: მ/წ/მ/მ/მ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ლიონელ მესი - 19 გოლი, 8 საგოლე გადაცემა. "პარი სენ-ჟერმენი" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 19 შეხვედრიდან მხოლოდ ორში დამარხდა, აქედან 14 კი გამარჯვებით დაასრულა. "პსჟ" ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში: მ/მ/მ/მ/წ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: კილიან მბაპე - 18 გოლი, 9 საგოლე გადაცემა.ურთერთშეხვედრები
2003/04 წლების სეზონიდან მოყოლებული, მერვედფინალურ ეტაპზე ევროპის ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელი გუნდების დამარცხება, იმ ესპანური კლუბების მხოლოდ 31,58%-მა მოახერხა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულეს. ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან ერთხელ ამხანაგურად, 10-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. ესპანელებმა 4-ჯერ იმარჯვეს, სამჯერ ფრანგებმა მოიგეს, 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. გუნდების 11 დაპირისპირებიდან 9-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. "ბარსელონას" საშინაო კედლებში "პსჟ" 5-ჯერ ჰყავს მიღებული, აქედან საწყისი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, უკანასკნელ სამში კი მასპინძლებმა, თანაც მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით იმარჯვეს. ამ გუნდების მონაწილეობით გამართულ 11 დაპირისპირებაში საერთო ჯამში 42 გოლი გავიდა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში კი - 3.81. გუნდების ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირება უკანასკნელი გახლავთ, რომელიც 2017 წლის 8 მარტს შედგა და რომელშიც "ბარსელონამ", პირველ შეხვედრაში (0:4) მარცხის შემდეგ - 6:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. "პსჟ-მ" "ბარსელონასთან" ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო. გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში მინიმუმ 4 გოლი გავიდა. გუნდების 11 დაპირისპირებიდან 9-ში გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა. "ბარსელონამ" "პსჟ-ს" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში როგორც პირველი ტაიმის, ისე მთლიანად შეხვედრის მოგება მოახერხა. იმ 6 მატჩიდან 5-ში, რომელსაც "ბარსელონამ" უმასპინძლა, სულ მცირე 3 გოლი გავიდა. საშინაო კედლებში გამართული ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში, "ბარსელონამ" "პსჟ-ს" სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.ფაქტები მატჩის შესახებ
- 2020/21 წლების საფეხბურთო სეზონში, "ბარსელონა" საშინაო კედლებში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 14 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, თუმცა უშუალო კონკურენტ მადრიდის "რეალთან" (1:3).
- ბოლო ორი მატჩი კატალონიელებმა საშინაო კედლებში ლა ლიგის ეგიდით ჩაატარეს და ორივეში იმარჯვეს - "ბილბაოსთან" (2:0) და "ალავესთან" (5:1).
- "ბარსელონას" მიერ, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან 9-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
- ესპანელებს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ბოლო პერიოდში ძალიან უჭირთ - ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 20 შეხვედრიდან 14-ში, "ბარსელონამ" გოლი გაუშვა.
- "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში გულშემატკივარმა მინიმუმ 3 გოლი იხილა.
- "ბარსელონას" ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
- "ბარსელონას" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველ ტაიმში მინიმუმ 1 გოლი გავიდა.
- "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული შეხვედრების 50%-ში გოლის გატანა ორივე ტაიმში მოახერხა.
- ამ სეზონში, "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში პენალტი დაინიშნა.
- "ბარსელონამ" ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში სამი საშინაო შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო და ერთში დამარცხდა.
- "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 8 შეხვედრიდან 6 გამარჯვებით დაასრულა.
- პარიზელებმა ყველა ტურნირზე, ბოლო 10 სტუმრად ჩატარებული შეხვედრიდან 3 წააგეს და 3 ფრედ დაასრულეს. უკანასკნელი ორი კი ისე მოიგეს, რომ გოლიც არ გაუშვიათ.
- "პარი სენ-ჟერმენმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 შეხვედრიდან 9-ში საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
- "პსჟ-ს" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 23 შეხვედრიდან 16-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
- მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან 8 მოგებული აქვს, მათ შორის ბოლო 4, აქედან სამში კი კარი მშრალად აქვს შენახული.
- პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 3 მატჩი გამარჯვებით აქვთ დასრულებული.
- ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში, "პსჟ-ს" მიერ ჩატარებული მატჩების 83%-ში პირველ ნახევარში გოლი გავიდა.
- "პსჟ-მ" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მეტოქის არენაზე 3 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 2 მოიგო და ერთში დამარცხდა.
- წინა სეზონში, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ამით ტურნირის მერვედფინალიდან ზედიზედ სამ სეზონში გამოვარდნის ტენდენცია დაასრულა. მიუხედავად ამ ეტაპზე, ბოლო პერიოდში არსებული ცუდი სტატისტიკისა, 2003 წლის შემდეგ, "პსჟ-მ" მერვედფინალში სტუმრად ჩატარებულ ყველა მატჩში მინიმუმ ერთხელ მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა.
დანაკლისი
"ბარსელონას" ყველაზე დიდი დანაკლისი "პსჟ-სთან" მატჩში ფილიპე კოუტინიო, ანსუ ფატი და ჟერარდ პიკე იქნება, რომლებიც გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ეხმარებიან. რონალდ კუმანს ასევე მარტინ ბრაითვეითის, სერხი რობერტოს და რონალდ არაუხოს გამოყენების საშუალება არ ექნება. მაურისიო პოჩეტინო მოედანზე ნეიმარის გარეშე გავა, რაც პარიზელთათთვის ყველაზე მტკივნეულია. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრაზილიელი ვარსკვლავი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მატჩს ასევე ანხელ დი მარია და ხუან ბვერნატი გამოტოვებენ. სათუოა მარკო ვერატის, რაფინიას და კოლინ დაგბას თამაშიც.სავარაუდო შემადგენლობა
"ბარსელონა": ტერ შტეგენი - მინგესა, დე იონგი, ლენგლე, ალბა - პიანიჩი, ბუსკეტსი, პედრი - დემბელე, მესი, გრიზმანი. (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი (ნიდელრანდელი, 57 წლის). "პსჟ": ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - პარედესი, გაია - კინი, ვერატი, მბაპე - იკარდი (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინელი, 48 წლის).მატჩისწინა კომენტარები
რონალდ კუმანი - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი: "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ ის საუკეთესო ფორმაში გვჭირდება. კილიან მბაპე ძალიან სწრაფია და შეიძლება ბევრი პრობლემა შეგვიქმნას, მაგრამ ჩვენ ლამაზ თამაშს ვაპირებთ, რადგან ასეთი შეხვედრები ამას იმსახურებენ. მეტოქეს ნეიმარი და დი მარია აკლია, ჩვენ კი არაუხო, ფატი, რობერტო და პიკე. ასე რომ, დანაკლისი ორივე გუნდს აქვს და ერთმანეთის სისუსტეების გამოყენებას უნდა შევეცადოთ. იმედია ამით ვისარგებლებთ. მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. დიდი ხანია ვიცით, რომ წილისყრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვარგუნა. "პსჟ-ს" მაღალი ხარისხი აქვს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენც მოვუმატეთ და გულშემატკივარმა ორი ლამაზი შეხვედრა უნდა იხილოს".
პროგნოზი
როგორც ეს გუნდის მთავარმა რონალდ კუმანმაც აღნიშნა, "ბარსელონას" თამაშის ხარისხი ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. მიუხედავად სუპერთასზე და კოპა დელ რეიზე წაგებული შეხვედრებისა, ლა ლიგაში კატალონიელები კარგ თამაშს აჩვენებენ და ამის გამოძახილია ბოლო ტურში "ალავესთან" - 5:1 გამარჯვება. შესანიშნავ ფორმაშია გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი, რომლისთვისაც ეს შესაძლოა მშობლიურ კლუბში ბოლო სეზონი იყოს და ამიტომაც, დიდებული ერის ტრიუმფით დასრულება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ბარსას" ლა ლიგის მოგების შანსი თითქმის დაკარგული აქვს და კოპა დელ რეიზეც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, გუნდის მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს, სადაც ბოლო წლებში თავს ნამდვილად ვერ იწონებს. გარდა ამისა, პარიზულ კლუბთან, რომელსაც წამყვანი ფეხბურთელები, ანხელ დი მარია და ნეიმარი დააკლდებიან, "ბარსას" საშინაო არენაზე მშვენიერი სტატისტიკა უმაგრებს ზურგს. ამრიგად, დიდი ალბათობით, მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს უნდა დარჩეთ, თუმცა დაცვის ხაზში არსებული საკადრო პრობლემების ფონზე, კილიან მბაპეს, მოიზე კინისა და სხვა სწრაფი შემტევების განეიტრალება არც ისე ადვილი იქნება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით მატჩს "ბარსელონა" მოიგებს, თუმცა გოლის გატანას პარიზელებიც მოახერხებენ. მატჩს ბარსელონა მოიგებს 2.06 გოლს ორივე გუნდი გაიტანს 1.49 სავარაუდო ანგარიში - 2:1 8.2- ანხელ დი მარია
- გაია
- კოლინ დაგბა
- ჟორდი ალბა
- ოსკარ მინგესა
- პედრი
- ფლორენცი
- მირალენ პიანიჩი
- მარკინიოსი
- კურზავა
- მოიზე კინი
- კეილორ ნავასი
- კიმპემბე
- ლეანდრო პარედესი
- რონალდ კუმანი
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
- ბარსელონა
- მარკო ვერატი
- რაფინია
- კლემენ ლენგლე
- უსმან დემბელე
- ლიონელ მესი
- სერხიო ბუსკეტსი
- მაურისიო პოჩეტინო
- ანტუან გრიზმანი
- მაურო იკარდი
- კილიან მბაპე
- ფრენკი დე იონგი
- ჩემპიონთა ლიგა
- ნეიმარი
- პსჟ