Belive

„პრემიერლიგის შეთქმულების თეორია“ - „მანჩესტერ სიტი“ ბრალდებებს უარყოფს, გვარდიოლა კი გუნდის გვერდითაა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო, პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს, პერსონალსა და გულშემატკივრებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომისიის დასკვნით, 2009-2018 წლებში „სიტი“ ფიქტიურ კონტრაქტებს აფორმებდა, რათა შემოსავლები ხელოვნურად გაეზარდა. სავარაუდოდ, ამ სქემით კლუბმა ბიუჯეტში 830 მილიონი ფუნტი მიითვალა.

კლუბში ბრალდებებს კვლავ კატეგორიულად უარყოფენ. აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ, თანამშრომლებისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ამ პროცესს „პრემიერლიგის შეთქმულების თეორია“ უწოდა. „სიტის“ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა 2 ოქტომბრამდე აქვს.

Sky Sports-ის ცნობით, გვარდიოლამ, რომელიც გუნდს 2016-2026 წლებში წვრთნიდა და კლუბი გასულ სეზონში დატოვა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„მინდა, „მანჩესტერ სიტის“ თითოეულმა ქომაგმა იცოდეს, ახლა თქვენ გვერდით ვარ ისე, როგორც არასდროს. ყოველთვის ვუჭერდი და დავუჭერ მხარს ჩემს კლუბს, მის მფლობელს, თავმჯდომარეს, ფეხბურთელებს, პერსონალს, ენცო მარესკასა და ჩვენს განსაკუთრებულ გულშემატკივრებს. მინდა, ერთი რამ იცოდეთ: ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ“ - პეპ გვარდიოლა

სხვა სტატიები