Belive

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ

6 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
GOAL.COM-ის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში, ნახევარდაცვის ხაზში "ჩელსის" ახალწვეულები დომინირებენ. პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული "ფულემის" რიგებში კი თავი დუბლით ალექსანდრ მიტროვიჩმა გამოიჩინა. ლონდონელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

#1  მეკარე | მეთ რაიანი (ბრაიტონი)

სიმბოლური გუნდის კარს "ბრაიტონელი" მეთ რაიანი იცავს, რომელმაც პრემიერლიგის ლიდერ "ლივერპულთან" მატჩში საკუთარი გუნდის კარი 6-ჯერ იხსნა. "ბრაიტონი" "ლივერპულთან" 1-0 დამარცხდა და ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. 

#2  მარჯვენა მცველი | სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)

ასპილიკუეტა მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქისთვის მარჯვენა ფლანგზე. „ჩელსის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გამჭოლი პასი მას ეკუთვნის (5) - სესარის პასების 91.1% ზუსტად იყო შესრულებული.

#3  ცენტრი | ჰარი მაგუაიერი (ლესტერი)

ჰარი მაგუაიერმა გოლი 96-ე წუთზე გაიტანა. მისმა გუნდმა კი პრემიერლიგის ისტორიაში მეოთხედ, ხოლო 2015 წლის შემდეგ კი პირველად შეძლო დამატებით დროში გამარჯვების მოპოვება.

#4  ცენტრი | უილი ბოლი (ვულვზი)

გასული წლის ჩემპიონის კარში გატანილი გოლის გარდა, უილი ბოლის ანგარიშზე 5 სახიფათო შეტევის წამოწყება და 2 ბლოკია.

#5  მარცხენა მცველი | მარკოს ალონსო (ჩელსი)

მარკოს ალონსომ  "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში რეკორდი დაამაყარა - ესპანელი მცველი ბურთს 108-ჯერ შეეხო. თანაგუნდელებთან შედარებით, მან ყველაზე ბევრი სახიფათო შეტევა წამოიწყო.

#6  ცენტრალური ნახევარმცველი | ჟან მიშელ სერი (ფულჰემი)

ჟან მიშელ სერმა  "ფულჰემის" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველის პირველივე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

#7  ცენტრალური ნახევარმცველი | ჟორჟინიო (ჩელსი)

ფერნანდინიოს გარდა, 2003-04 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგის მასშტაბით არცერთი ფეხბურთელი არ შეხებია ბურთს 186-ზე მეტჯერ ერთი მატჩის განმავლობაში, თუმცა გუშინ "სიტის" ბრაზილიელი ნახევარმცველის შედეგი ჟორჟინიომ გაიმეორა.

#8  ცენტრალური ნახევარმცველი | მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი)

"ნიუკასლთან" გამართულ მატჩში,რომელიც 2-1 დასრულდა არისტოკრატების სასარგებლოდ, კოვაჩიჩმა სულ 104 გადაცემა გააკეთა, აქედან 96 ზუსტი გამოდგა (92.3%). თანაგუნდელებთან შედარებით, ხორვატი მეტ შანსებს ქმნიდა და აქტიურობდა.

#9  თავდამსხმელი | ანდრე შურლე (ფულჰემი)

ანდრე შურლემ „ფულჰემის“ რიგებში პირველი გოლი გაიტანა. „ფულჰემმა“კარის მიმართულებით სულ 11-ჯერ დაარტყა, მე-11 დარტყმა შურლესთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

#10  თავდამსხმელი | ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი)

"ფულჰემში" მიტროვიჩს დებიუტიდან დღემდე 15 გოლი აქვს გატანილი. ამ დროისთვის პრემიერლიგაში მსგავსი შედეგი მხოლოდ მოჰამედ სალაჰს აქვს დაფიქსირებული (15).

#11  თავდამსხმელი | უილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი)

უილფრიდ ზაჰა "კრისტალ პალასის" ისტორიაში, პრემიერლიგის ეგიდით საუკეთესო ბომბარდირია: მის ანგარიშზე 24 გოლია. ზაჰამ კრის არმსთრონგის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც "არწივების" რიგებში 23 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები