პრემიერ ლიგის მოგება გვარდიოლამ პიცის გამოძახებით აღნიშნა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"წვეულებაზე მხოლოდ ჩვენი შიდა წრე შეიკრიბა, კორონავირუსის საფრთხე არ გვემუქრება. ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ, ერთმანეთს გადავეხვიეთ. 11:30-ზე პიცა გამოვიძახეთ, ეს კი წვეულების საუკეთესო მომენტი იყო. არ ვიცი რატომ, თუმცა ინგლისში წვეულება ყოველთვის ალკოჰოლთან ასოცირდება და არა საკვებთან. ასე რომ, პირადად ჩემთვის, პიცის მოსვლა საუკეთესო მომენტი იყო", - აღნიშნა პეპმა.ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც პეპს გამარჯვება მიულოცა, იურგენ კლოპი იყო.
"კლოპს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან ერთად, ანჩელოტისაც. კლოპი ჩემთვის შთაგონების წყაროა: ის, რასაც იგი დორტმუნდსა და ლივერპულში აკეთებდა, მე უკეთეს მწვრთნელად მაყალიბებს. კლოპსა და კარლოს დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა გვარდიოლამ.