Belive

პრემიერ ლიგის გასული 10 წლის ტოპ 50 ფეხბურთელი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო გასული 10 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი - არგენტინელი შემტევი "ქალაქელების" რიგებში ოთხჯერ გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული და 2014-15 წლების სეზონის ბომბარდირის ტიტულსაც დაეუფლა. გასული 10 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის ბრძოლაში - აგუერომ ლუის სუარესი და ჰარი კეინი ჩამოიტოვა.

გასული 10 წლის პრემიერ ლიგის ტოპ 50 ფეხბურთელი:

50) ვეს მორგანი 49) სონ ჰინ-მინი 48) აარონ რამსი 47) ბერნარდო სილვა 46) სეზარ აზპილიკუეტა 45) ლეროი სანე 44) დელე ალი 43) დიდიე დროგბა 42) ტიბო კურტუა 41) ედერსონი 40) მაიკლ კერიკი 
1
39) იან ვერტონგენი 38) ხუან მატა 37) ოლივიე ჟირუ 36) ალექსის სანჩესი 35) უგო ლორისი 34) ჯო ჰარტი 33) პაბლო ზაბალეტა 32) კრისტიან ერიკსენი 31) ფილიპე კოუტინიო 30) სტივენ ჯერარდი 
29) რომელუ ლუკაკუ 28) მესუთ იოზილი 27) ფრენკ ლამპარდი  26) რობერტო ფირმინო 25) სესკ ფაბრეგასი 24) ვირჯილ ვან დაიკი 23) სადიო მანე 22) დიეგო კოშტა 21) ფერნანდინიო 20) კევინ დე ბრუინე
19) უეინ რუნი 18) რობინ ვან პერსი 17) პეტრ ჩეხი 16) მოჰამედ სალაჰი 15) ჯეიმი ვარდი 14) რიად მაჰრეზი 13) ჯონ ტერი 12) ნ'გოლო კანტე 11) რაჰიმ სტერლინგი 10) ლუის სუარესი
9) გარეთ ბეილი 8) ჯეიმს მილნერი 7) ჰარი კეინი 6) იაია ტურე 5) დავიდ დე ხეა  4) ედენ აზარი 3) ვინსენტ კომპანი 2) დავიდ სილვა 1) სერხიო აგუერო

სხვა სტატიები