პრემიერ ლიგაში VAR სისტემაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს
გულშემატკივრების დიდი ნაწილის უკმაყოფილების გამო, ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობა საბოლოოდ VAR სისტემის შეცვლაზე დაფიქრდა. The Times-ის ცნობით, პრემიერ ლიგა გეგმავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება უშუალოდ სისტემის მუშაობის პროცესში შეიტანოს და მსაჯებს შორის საუბარი გაასაჯაროვოს. აღნიშნული ცვლილებების მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ გულშემატკივრებისთვის ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემის მუშაობის პროცესი ნათელი და გამჭვირვალე გახადოს.
The Premier League would like the recordings between the referees and the VAR to be released after each match, with the aim of maximizing transparency over the decisions taken! The audios could even be broadcast on YouTube. @thetimes pic.twitter.com/YS8sMjUyN5 — Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) August 2, 2022
პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ მასტერსმა თქვა, რომ იდეის განსახორციელებლად პარტნიორთაგან მხარდაჭერა მიიღო: "არსებობს ზოგადი შეხედულება, რომ პროცესში აუდიო-სისტემის ჩართვა კარგი იქნება. არსებობს სურვილი, რომ მსაჯების გადაწყვეტილების მიღების კუთხით გულშემატკივრებთან უფრო ღია ვიყოთ და თუ როგორ გავაკეთებთ ამას, უნდა დავაზუსტოთ".კონცეფცია უკვე გამოიცადა MLS-ში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიმოხილვის პროცესის ამსახველი აუდიო ჩანაწერი YouTube-ზე განთავსდება.
პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი, ჰოვარდ უები ამჟამად სწორედ აშშ-ში მუშაობს, თუმცა მსაჯთა ხელმძღვანელის პოზიციაზე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს და ინოვაციის დამკვიდრებასაც სავარაუდოდ სწორედ იგი უხელმძღვანელებს. VAR-ი პირველად საერთაშორისო დონეზე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიყენეს, რომელიც რუსეთში გაიმართა, შემდეგ კი ეტაპობრივად თითქმის ყველა პრესტიჟულ საკლუბო და სანაკრებო ტურნირზე დამკვიდრდა.Most Premier League fans think that VAR is a good addition to the league ✅ have the highest percentage of fans in the Big Six that think VAR is a bad addition to the league See more results from the @SkyBet #FanHopeSurvey below #ad — SPORTbible (@sportbible) July 29, 2022