პოსტეკოღლუ ნოტინგემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ანგე პოსტეკოღლუ ჩელსისთან განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, ნოტინგემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ადასტურებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოსტეკოღლუ, რომელიც ნოტინგემის მთავარ მწვრთნელად მხოლოდ 40 დღის წინ დაინიშნა, გუნდიდან არასახარბიელო შედეგებისა და მფლობელთან დაძაბული ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს.
Ange Postecoglou departs Nottingham Forest following Saturday's 3-0 defeat to Chelsea pic.twitter.com/zX9z9WslwG
— Premier League (@premierleague) October 18, 2025
საფეხბურთო კლუბი ნოტინგემი ადასტურებს, რომ იმედგამაცრუებელი შედეგებისა და არასახარბიელო პერფორმანსების გამო, ანგე პოსტეკოღლუ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუყოვნებლივ ტოვებს. - ნოტინგემ ფორესტი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა სპეციალისტმა ნოტინგემის მთავარი მწვრთნელის პოსტი 9 სექტემბერს ჩაიბარა. ნოტინგემი პრემიერ ლიგის 8 ტურის შემდეგ, 5 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება.