Belive

პორტუგალიის ჩემპიონატში ოთარ მამაგეიშვილის დებიუტი შედგა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ფამალიკაომ" საკუთარ მოედანზე "ვიტორია გიმარაეშს" უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ეს შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ფამალიკაოში ახლახანს გადასულმა ოთარ მამაგეიშვილმა, პორტუგალიური კლუბის ფორმით პირველად ითამაშა.

ოთარი მოედანზე 86-ე წუთზე შემოვიდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ფამალიკაოში ჩემპიონი "იბერიადან" გადავიდა. მამაგეიშვილმა, იბერიას შემადგენლობაში, 105 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

ფამალიკაო 25 ქულით პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას "ჟილ ვისენტეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.