Belive

პოლიტანომ ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" გარემარბმა, მატეო პოლიტანომ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და ახლა ის ტოპ მოთამაშის ანაზღაურებასაც მიიღებს.

მატეომ კლუბთან შეთანხმებას საუდის არაბეთში, იტალიის სუპერ თასზე ყოფნისას მიაღწია, ცნობილია რომ მან ალ-შაბაბის წინადადება უარყო. სეზონის კარგ დასაწყისს ხელმძღვანელობის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, ის წელიწადში 3.2 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს. დამატებით გამომუშავებული თანხა დამოკიდებული იქნება როგორც გუნდის შედეგებზე სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინდივიდუალურ მიღწევებსა და თითოეულ გატანილ გოლზე. თავდაპირველი მოლაპარაკებები, კონტრაქტის გაგრძელებაზე, ზაფხულში დაიწყო, ამის შემდეგ საუბარი შეწყდა და მხარეები არ აჩქარებულან, რადგან წინა კონტრაქტი 2025 წლამდე იყო განსაზღვრული.

ისე გამოვიდა, რომ ვალტერ მაცარის გუნდი საუდის არაბეთის ალ-შაბაბის სპორტულ ცენტრში ვარჯიშობდა მაშინ, როდესაც იტალიის სუპერ თასის მატჩებისთვის ემზადებოდა. ბოლო კვირებში სწორედ ამ გუნდმა გაუკეთა იტალიელს ძალიან მომგებიანი შეთავაზება: სამწლიანი კონტრაქტი წელიწადში 7 მილიონით.

როგორც აღმოჩნდა, აურელიო დე ლაურენტის არ სურდა არეული ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილის დაკარგვა, საბოლოოდ პოლიტანოსა და გუნდის ხელმძღვანელობის აზრები ერთმანეთს დაემთხვა.

მიმდინარე სეზონში, პოლიტანომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები