პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს
,,მანჩესტერ იუნაიედის'' ნახევარმცველი, პოლ პოგბა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ტურინის ,,იუვენტუსში'' დაბრუნებაა, სადაც 2012-2016 წლებში თამაშობდა. Sport Italia-ს ცნობით, ,,ბებერი ქალბატონები'' მზად არიან, პოგბას ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ (პლუს ბონუსები), თუმცა ამისთვის ორი ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო - ტურინელები აარონ რემზის, უესტონ მაკკენის ან ადრიენ რაბიოს შეელევიან. მიმდინარე სეზონში პოგბას ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემაა. ნახევარმცველს ,,წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.
According to Sportitalia, Paul Pogba has no intention of signing a new contract with Manchester United and his preferred option is Juventus as a free agent, followed by Real Madrid https://t.co/Gx8C3xcQSZ #Juventus #MUFC #Pogba #RealMadrid #PSG — footballitalia (@footballitalia) October 30, 2021