"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" ბრწყინვალედ ასპარეზობენ. სოლსკიაერის მეთაურობით გამართულ სამ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
"კარდიფის" (5:1), "ჰადერსფილდისა" (3:1) და "ბორნმუთის" (4:1) განადგურების შემდეგ, "მანკუნიანელებმა" ტოპ ოთხეულთან ჩამორჩენა მკვეთრად შეამცირეს და გულშემატკივარს კვლავ დაუბრუნეს იმედი. ახალი მწვრთნელის მეთაურობით კი გუნდის ლიდერად პოლ პოგბა მოგვევლინა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ვარსკვლავმა გულშემატკივარი ფენომენალური სტატისტიკით გააოგნა. სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში პოგბამ ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ამასთანავე, პოლ პოგბამ ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა.
პოლ პოგბას სტატისტიკა ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ: