Belive

პოგბა:"მოურინიოს არასწორ ფეხბურთელთან მოუვიდა კონფლიქტი"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანული ტაბლოიდი, THE SUN საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბა ჟოზე მოურინიოს გაშვებით კმაყოფილია, მიზეზი კი მათი დაპირისპირებაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოუვიდათ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბას ურჩია ლამპარდისთვის მიებაძა, ფრანგმა კი უპასუხა ჰქონდა თუ არა ოდესმე ლამპარდს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი, რაც მან ამ ზაფხულს შეძლო. ორშაბათს, კლუბის ხელმძღვანელობამ, ჟოზე მოურინიო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა,  რასაც პოგბას რეაქცია მოჰყვა: "მას არასწორ ფეხბურთელთან მოუვიდა კონფლიქტი, მას უნდოდა ფანები ჩემს წინააღმდეგ განეწყო" - როგორც ჩანს ფრანგმა ნახევარმცველმა ამით იგულისხმა, რომ იგი კლუბში და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში დიდ პერსონას წარმოადგენს, თუმცა მაიკლ კერიკმა პოგბას ამ ფრაზას საინტერესო პასუხი გასცა - "პოლ, არავინაა კლუბზე დიდი, არც რომელიმე ფეხბურთელი და არც რომელიმე მწვრთნელი" აღსანიშნავია, რომ მოურინიოს გაშვებამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებში სიმშვიდე არ მოიტანა, რადგან მათი უმრავლესობა თვლის, რომ მთავარი პრობლემა გუნდის სისტემაშია და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანში, სწორედ ამიტომ მათ აქვთ იმედი, რომ ახლად დანიშნული მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომელიც კარგად იცნობს გუნდს, მის სისტემას და სერ ალექსის დიდებულ ეპოქაში "ოლდ ტრაფორდზე" გამოდიოდა, დაალაგებს არეულ სიტუაციას და გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

სხვა სტატიები