Belive

პოჩეტინო ლალიგაში მიდის?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემა იუწყება, რომ მადრიდის "რეალი" სანტიაგო სოლარის მუშაობით უკმაყოფილოა და ახალი მწვრთნელის ძებნის რეჟიმშია. მწვრთნელის შეცვლის საკითხი "დღის წესრიგში" "ბარსელონასთან" 0:3 მარცხის შემდეგ დადგა. მთავარი კანდიდატურა "ბლანკოსის" გასაწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოა. ცნობილი ფაქტია, რომ თავად არგენტინელი სპეციალისტი ტიტულების მოგების სურვილითაა გამსჭვალული, ესპანელები კი მისდამი გრანდიოზული შეთავაზების გაკეთებას აპირებენ. ცხადია, დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ცნობილი არ არის. მთავარი კითხვა მაინც ზინედინ ზიდანის ირგვლივ ტრიალებს. დაბრუნდება თუ არა ფრანგი "რეალში"?! - ამ კითხვაზე პასუხი დიდი ალბათობით უარყოფითია, თუმცა გუნდის მესვეურები დამატებით კომენტარებს ჯერ კიდევ არ აკეთებენ.  

სხვა სტატიები