Belive

პოჩეტინო: "ჯერ არაფერი დასრულებულა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, "აიაქსთან" დამარცხების შემდეგ (0:1) კომენტარი გააკეთა. "პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. "აიაქსი" ჩვენზე ენერგიულად თამაშობდა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამან შეგვიქმნა პრობლემები. მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და სიმართლე გითხრათ, ასე მინდოდა გვეთამაშა თამაშის დაწყებისთანავე. ძალიან დასანანია, რომ მეტოქეს გოლი მარტივად გავატანინეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში თამაშის სადავეები ჩვენს მხარეს იყო, "ტოტენჰემი" სახიფათო მომენტებს იშვიათად ქმნიდა, 100%-იანი მომენტი საერთოდ არ შეგვიქმნია. ანგარიში ჯერჯერობით მხოლოდ 0:1-ია. ასე რომ, ყველფერი წინ არის. მთავარია, ჩვენს თავში რწმენა არ დავკარგოთ და ჰოლანდიაში უკეთესად ვითამაშოთ. ვიცი რომ ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა მეორე შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს - გამარჯვება," აღნიშნა პოჩეტინომ.

ასევე იხილეთ: ერიკ ტენ ჰაგმა ტოტენჰემთან გამარჯვება შეაფასა

 

სხვა სტატიები