Belive

პოჩეტინო: ,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც რენი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,რენთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:
,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც ამას რენი ან საფრანგეთის ლიგა 1-ის სხვა გუნდები აკეთებენ. შესაძლოა, მადრიდელებმაც იმავე სტრუქტურა აირჩიონ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი გველის. ახლა უკვე რეალთან გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი,'' - განაცხადა პოჩეტინომ.
,,პარი სენ ჟერმენსა” და ,,რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა სამშაბათს, 15 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი მადრიდი 10 მარტს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები