Belive

პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, კონფერენს ლიგის 2021/22 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უკვე ცნობილია ის სავარაუდო მეტოქეები, რომლებიც წარმატების მიღწევის შემთხვევაში ქართულ კლუბებს დაუპირისპირდებიან:

"დინამო ბათუმის" მეტოქე: ბორისოვის "ბატე" გორის "დილას" მეტოქე: "აპოლონ ლიმასოლი" "გაგრას" მეტოქე: თელ-ავივის "მაკაბი" ცნობილი გახდა ის მეტოქეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაში, კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისს" დაუპირისპირდება. ეს "მაკაბი ჰაიფასა" და ალმაატის "კაირატს" შორის დამარცხებული იქნება. უეფას რანგით მესამე ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო ბათუმი", ბრინჯაოს მედალოსანი გორის "დილა" და თასის გამარჯვებული "გაგრა" მიიღებენ. მათი მეტოქეები პირველ რაუნდში შესაბამისად სან მარინოული "ტრე პენე", სლოვაკური "ჟილინა" და მონტენეგროული "სუტიესკა" არიან. პირველი მატჩები 8 ივლისს გაიმართება, "გაგრა" და "დინამო ბათუმი" საშინაო კედლებში, ხოლო "დილა" სტუმრად ითამაშებს. საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 15 ივლისს შედეგება.  

სხვა სტატიები