Belive

პირველად 2012 წლის შემდეგ - ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მიღწევა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის მორიგ ტურში, გასვლით მატჩში "ლესტერი" მარკუს რეშფორდის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა მეექვსეადგილოსან "არსენალს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს და თუ "სიტისთან" გასამართ მატჩში არ დამარცხდება მეხუთე პოზიციას დაიბრუნებს. თუმცა "ლესტერთან" გამარჯვებაზე საინტერესო, ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მიღწევაა, ნორვეგიელი მწვრთნელის თავკაცობით "წითელმა ეშმაკებმა" 10 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. ფრე "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლისთან" (2:2) ითამაშა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვებები მოიპოვეს. დღევანდელი გასვლითი გამარჯვება კი საინტერესოა იმით, რომ პირველად 2012 წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ("კარდიფი", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი", "არსენალი", "ლესტერი"), რაც ბოლოს კლუბმა სერ ალექს ფერგიუსონის ხელში შეძლო. შემდეგი მატჩიც "წითელ ეშმაკებს" გასვლაზე, ლონდონში "ფულემთან" აქვთ, ეს შეხვედრა 9 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები