პირველად 1927/28 წლების შემდეგ - არსენალის კატასტროფული სტატისტიკა
ლონდონის არსენალმა სეზონი ოფიციალურად დაასრულა - წინ მხოლოდ ამხანაგური მატჩებია, დარჩენილი, რომელსაც კლუბი ივლისის თვეში გამართავს, იქამდე კი ფეხბურთელები დაისვენებენ, შემდეგ კი გუნდში დაბრუნდებიან და შეკრებას გაივლიან.
მიუხედავად იმისა, რომ "მეთოფეებმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოდნენ, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში იყვნენ - მათ 2024/2025 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.
მიუხედავად ნორმალური სეზონისა, არსენალმა საშინელი სტატისტიკა დააფიქსირა - 1927/28 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა ისეთი ფაქტი, როდესაც არსენალის ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო ერთ სეზონში 10+ გოლის გატანა.
Arsenal have failed to have a player hit double figures for league goals in a single season for the first time since 1927/28. 🤯 pic.twitter.com/Odo2zOT1El
— WhoScored (@WhoScored) May 25, 2025
შეგახსენებთ, რომ მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა, პრემიერ ლიგის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისინი 1/2-ფინალში პსჟ-სთან დამარცხდნენ.