Belive

პირველად 103 წლის განმავლობაში - არბელოამ 'სამეფო კლუბის' ანტირეკორდი გაიმეორა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირა. ალბასეტემ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება, თასიდან მადრიდის რეალი გამოაგდო.

ალბასეტემ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და თასის 1/4-ფინალში გავიდა, ალვარო არბელოა კი 'სამეფო კლუბში' სამწვრთნელო კარიერას ჯოჯოხეთურად იწყებს, რაზეც სტატისტიკაც და ანტირეკორდიც მეტყველებს.

ალვარო არბელოა, 'სამეფო კლუბის' ბოლო 103-წლიან ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო მატჩი კოპა დელ რეიზე ჩაატარა და დამარცხდა (მისი გუნდი შეჯიბრს გამოეთიშა).

ბოლოს ეს ანტირეკორდი ხუან დე კარსერს ეკუთვნის, რომელიც 1923 წელს დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა კლუბიდან ხაბი ალონსო დაითხოვა, რადგან ფლორენტინო პერესს მისი მუშაობა და შედეგები არ მოსწონდა, ახლადმოყვანილმა ალვარო არბელოამ კი სადებიუტო თამაშში მეორე დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან წააგო და რეალი სამეფო თასიდან გამოეთიშა.

აშკარაა, რომ მადრიდულ გრანდში სერიოზული პრობლემებია, რასაც თავად ფეხბურთელებიც აღარ მალავენ. საინეტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 'სამეფო კლუბში'...

სხვა სტატიები