Belive

პირს მორგანი: ,,რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მესის გარშემო კი ბარსელონაში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა:

,,როცა რონალდუსა და მესის სტატისტიკას უყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კრიშტიანუ 2 წლით უფროსია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მესისგან განსხვავებით, რომელიც ,,ბარსელონაში'' 17 წლის განმავლობაში თამაშობდა, რონალდუმ ტიტული 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო, მათ შორის მსოფლიოს სამ ყველაზე კონკურენტუნარიან ლიგაში.

რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, შეეძლო, მთელი კარიერა ,,რეალში'' გაეტარებინა, მაგრამ ახალ გამოწვევებს დათანხმდა. ,,ბარსელონაში'' კი მესის გარშემო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. კრიშტიანუ გუნდში ხშირად მარტო იყო...

როცა კარიერის უდიდეს ნაწილს ,,ბარსელონაში'' ატარებ, შემდეგ კი ,,პსჟ-ში'', მარტივ ჩემპიონატში გადადიხარ, ნამდვილად უკეთესი ხარ იმაზე, ვინც 3 ყველაზე ძლიერ ლიგაში ტიტულს სტაბილურად იგებს? დარწმუნებული არ ვარ,'' - განაცხადა მორგანმა.

მორგანი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელს მიიჩნევს.

სხვა სტატიები