Belive

პიოტრ ჟელინსკიმ ინტერში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტარემს დღეს ელოდებიან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლის" ფეხბურთელმა, პიოტრ ჟელინსკიმ "ინტერში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

ინტერის სამედიცინო ვიზიტების დღეები ორშაბათი და სამშაბათი იყო, მილანს ჯერ პოლონელი ნახევარმცველი ესტუმრა, დღეს კი ირანელს ელოდებიან. ყველაფერმა დიდი იდუმალებით, კამერებისგან დაფარულად და წინა საათებში ინფორმაციის გაჟონვის გარეშე ჩაიარა. ჟელინსკიმ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩში მონაწილეობა კვირას მიიღო, ორშაბათს კი პირდაპირ ინტერის სამედიცინო ცენტრში აღმოჩნდა.

ჟელინსკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ინტერის ყურადღების ქვეშ, ბოლო დღეებში, აურელიანო დე ლაურენტისმა, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პოლონელის ინტერში წასვლა გარდაუვალი იყო. პიოტრს ოთხ ან სამ წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, მოთამაშემ სეზონში დაახლოებით 4,5 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, პლუს ბონუსები. პიოტრი კიდევ უფრო გაამდიდრებს ინტერის არაჩვეულებრივ ნახევარდაცვის ხაზს. ინძაგის გადაწყვეტილებების საკმაო რაოდენობა ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩალჰანოღლუმ და მხითარიანმა, რომლებიც ინტერში მოსვლის დღიდან 100%-ით ამართლებენ კლუბის მესვეურების ნდობას, იმედოვნებენ, რომ ჟელინსკიც სწორედ ასეთი დამატება იქნება და ინტერს კიდევ უფრო მეტ სიღრმეს მისცემს.