Belive

პიოლი: ,,უნდა დავამტკიცოთ, რომ წინა შეხვედრის შედეგი შემთხვევითობა იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ლონდონის ,,ჩელსისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,უნდა დავამტკიცოთ, რომ წინა შეხვედრის შედეგი შემთხვევითობა იყო და არა ნორმა. ლონდონში გამართული მატჩით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ. სანერვიულო არაფერი გვაქვს, ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გველის. ვეცდებით, მაღალ დონეზე ვითამაშოთ,'' - პიოლი სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ,,მილანი'' ,,ჩელსის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდებს შორის ლონდონში გამართული შეხვედრა ,,არისტოკრატების'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

,,მილანი'' 4 ქულით E ჯგუფის მესამე პოზიციაზეა, 4 ქულა აქვს ,,ჩელსისაც'', რომელიც მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები