Belive

პიოლი: ,,ჩემპიონთა ლიგიდან ინტერის გამოვარდნა ჩემთვის გასაკვირი იყო''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის, ,,სლავიასთან'' მოგების შემდეგ, ჩეპიონთა ლიგიდან ყველა იტალიური გუნდის გამოვარდნის შესახებ ჰკითხეს:

,,მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ კლუბებს დიდი ფინანსური შესაძლებლოები აქვთ, ვფიქრობ, გუნდების დონეს შორის სხვაობა შემცირებულია.

ჩემპიონთა ლიგიდან ინტერის გამოვარდნა ჩემთვის ცოტათი გასაკვირი იყო, თუმცა ნერაძური ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის რჩება.

იტალიური კლუბები სხვა ევროპული კლუბებისგან არც ისე შორს არიან, მაგრამ თუ სხვები ამდენი ფულის დახარჯვას გააგრძელებენ, მათთან კონკურენცია მარტივი არავისთვის იქნება.

არის თუ არა მილანი ევროპა ლიგის ფავორიტი? ახლა ტურნირში რვა გუნდია დარჩენილი და ჩვენ მათ შორის ვართ!'' - სტეფანო პიოლი

ევროპა ლიგის მერვედფინალში ,,მილანმა'' ,,სლავიას'' ორივე მატჩი მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე პიოლის გუნდის მეტოქე დღეს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

სხვა სტატიები