Belive

პიოლი: ,,ახლა არავინ ფიქრობს, რომ მილანს ფინალში გასვლა შეუძლია''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ინტერთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემს ფეხბურთელებს აქვთ დიდი მონდომება იმისა, რომ პირველ მატჩზე უკეთ ითამაშონ და მოიგონ. ხვალინდელ შეხვედრისთვის მომზადება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს: მოვიგოთ მატჩი და ფინალში გავიდეთ, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. ახლა, როგორც არასდროს, არავინ ფიქრობს, რომ ,,მილანს'' ფინალში გასვლა შეუძლია.

გვინდა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ, კარგად დავიწყოთ, შემდეგ კი მათი შეცდომებით ვისარგებლოთ. მეტოქის სტანდარტულებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. მოგვიწევს, რომ მიღებული შანსები უკეთ გამოვიყენოთ,'' - განაცხადა პიოლიმ.

ხვალ ,,ინტერსა'' და ,,მილანს'' შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. პირველ შეხვედრაში ,,ინტერმა'' მეტოქე 2:0 დაამარცხა.

სხვა სტატიები