Belive

პიკე: "ბუნებრივია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ მიგვიჩნევენ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ სეზონში მისი გუნდისგან მოსალოდნელი შედეგები სათანადოდ არ არის შეფასებული. "იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოხდა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტად არ მიგვიჩნევენ. რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შრომის გაგრძელება, მატჩების მოგება და ნდობის აღდგენა. კარგი გუნდი გვყავს, მათ შორის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების დონით. როგორც გამოცდილება მკარნახობს, შედეგი აუცილებლად მოვა, მაგრამ არ ვიცი როდის ... ეს წელი ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. ახლა ნოემბერია, წინ კი კიდევ ბევრი მატჩია", - თქვა 33 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა. "ბარსელონას" სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვება და შესაბამისად 9 ქულა აქვს, რითიც G ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები