Belive

ფულჰემი Vs. ჩელსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "უოტფორდი" Vs. "ლესტერი" "ფულჰემი" Vs. "ჩელსი" "ევერტონი" Vs. "ლივერპული" Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს: 3 მარტს, თბილისის დროით 18:05 საათზე "ფულჰემი" "ჩელსის" უმასპინძლებს. პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ფავორიტად "ჩელსი" ითვლება. მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდი 53 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან "არსენალს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია რომ "ჩელსის" კონკურენტებთან შედარებით 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. დაპირისპირებას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა კი "ჩელსის" დომინირებას უსვამს ხაზს. ორ გუნდს შორის, პრემიერლიგის ეგიდით გამართული 27 შეხვედრიდან 16 "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, 10 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო "ფულჰემმა" მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:

  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 4 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, 1 მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა.
  • ოთხივე შეხვედრაში "ჩელსის" სხვადასხვა ფეხბურთელმა შეძლო ანგარიშის გახსნა (პედრო, ანდრე შურლე, ოსკარი, დავიდ ლუიზი).
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ჩელსიმ" 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართული ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც "ფულჰემმა" "ჩელსი" დაამარცხა 2006 წლის 19 მარტს, "კრავენ კოტეჯზე" შედგა.

სხვა სტატიები