Belive

ფრენკ რიბერიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკ რიბერი პროფესიონალურ კარიერას დაასრულებს, რადგან ვეტერან ფეხბურთელს ტრავმები უკვე ძალიან აწუხებს.

39 წლის ფეხბურთელი, რომელიც გასულ წელს "სალერნიტანას" შეუერთდა, იმედოვნებდა, რომ 40 წლამდე ითამაშებდა. მაგრამ, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი აგვისტოს შემდეგ, მუხლის პრობლემების გამო მოედანზე ვერ გამოდის. ფრანგული გამოცემის L'Equipe-ის ცნობით, რიბერის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან აწუხებდა ეს პრობლემა და გაუსაძლისი ტკივილებიც აწუხებდა, რაც მის საფეხბურთო კარიერაზე დიდ გავლენას ახდენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიბერი "სალერინტანასთან" კონტრაქტს გაწყვეტს.

franck_ribery_salernitana

ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი 2000 წელს შედგა და მას შემდეგ უამრავი ტიტულიც მოიგო. მან კარიერის დიდი ნაწილი "ბაიერნში" გაატარა, სადაც ბუნდესლიგის ცხრა ტიტული, ექვსი გერმანიის თასი, 4 გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და UEFA-ს სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ფრანგს ინდივიდუალური ტიტულიც აქვს მოგებული. ის 2013 წელს UEFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული წელი შემტევისთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა, ტიტულების მიუხედავად ოქროს ბურთი ვერ მოიგო. ფრენკი კონკურენციას თანამედროვე ფეხბურთის ორ ტიტანს მესისა და რონალდუს უწევდა. რიბერიმ ხმების მხოლოდ 23,36% მიიღო და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული მოეგო.

ამის მიუხედავად, ფრანგი ფეხბურთელი არაერთხელ აღიარეს მსოფლიოში საუკეთესო გარემარბად. მან გულშემატკივარს უამრავი გამორჩეული მომენტი აჩუქა. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "ბაიერნში" გატარებული წლებია.

რიბერიმ რვა წლის განმავლობაში თავისი ქვეყნის შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 2-ჯერ მსოფლიოზე, 2-ჯერ კი, ევროპის ჩემპიონატზე წარადგინდა საფრანგეთი.

სხვა სტატიები