Belive

ფრანგული მედია: მეცი ლიგა 1-ში მიქაუტაძის მეშვეობით უნდა დაბრუნდეს 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფრანგულ მედიაში საფეხბურთო კლუბ "მეცის" მომავალს განიხილავენ და წერენ, რომ ლიგა 1-დან დაქვეითებულ გუნდს შემდეგ სეზონში ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნების შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე უნდა ჰქონდეს, ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი მიქაუტაძეა. "მეცს" უცნაურად მშვიდი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა. გუნდი ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ადგილზე არის რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლების მეშვეობითაც "მეცმა" შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში აღზევება უნდა შეძლოს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძეა. 21 წლის თავდამსხმელი, რომელმაც ორი სეზონი იჯარის წესით ბელგიურ "სერენში" გაატარა და 57 მატჩში 36 გოლის ავტორი გახდა. ამ სეზონში "მეცმა" ფრანგ-ქართველი თავდამსხმელი შეინარჩუნა. მან პირველ ტურში "ამიენის" წინააღმდეგ გოლითა და საგოლე პასით თავი გამოიჩინა და შთაბეჭდილება მოახდინა. მიქაუტაძეს უდავოდ სურს ამ დონეზე თამაშის გაგრძელება, საამისოდ კი პირველი შეხვედრა კარგი დასაწყისია" - წერს score.fr-ი. გიორგი მიქაუტაძემ “სერენში” იჯარის წესით ორი სეზონი გაატარა და 57 მატჩში 36 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მნიშვნელოვანია, რომ “სერენი” ბელგიის იუპილერ ლიგაში მისი გოლით დაწინაურდა და მომდევნო წელს პლეი-აუტიდან ქვედა ლიგაში გავარდნასაც სწორედ მიქაუტაძის გოლით გადაურჩა. “მეცში” მიქაუტაძის აქტივს ორი მატჩი მიეკუთვნება, “ლილისა” და “ნიცას” წინააღმდეგ ლიგა 1-ში.

სხვა სტატიები