Belive

ფრანგული მედია: "ჩაკვეტაძის ტრანსფერი ჯერ ისევ შორსაა - ქართველი მეცში შესაძლოა ვერ გადავიდეს"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და ბრატისლავის "სლოვანის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ფრანგულ "მეცში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გენერალურ მენეჯერს, პიერ დრეოსის 48 საათი სთხოვა, რათა 23 წლის ქართველის ძალები გააანალიზოს.

სტატიას, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს - "გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი "მეცში" ჯერ კდიევ შორს არის" - ასეთი შინაარსისაა:

"შესაძლოა ისე მოხდეს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც "მეცთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა უკვე ამ კლუბის ფეხბურთელად გამოაცხადა, შესაძლოა ლოთარინგიაში ვერ ითამაშოს.

მართლაც, ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ლასლო ბოლონი პიერ დრეოსის 48-საათიან პერიოდს სთხოვს, რა დროც დასაფიქრებლად სჭირდება. მენეჯერი მწვრთნელის ამ სურვილს დათანხმდა და ჩაკვეტაძის იჯარით დამატება ლოდინის რეჟიმში დააყენა", - წერს socios-fcmetz-ი.

გიორგი ჩაკვეტაძემ 2022/23 წლების სეზონი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ სლოვაკურ ბრატისლავის  “სლოვანში” იჯარის წესით გაატარა, რომელშიც ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას თანაგუნდელი იყო. 47 ჩატარებულ მატჩში “სლოვანის” შემადგენლობაში 1 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები