Belive

ფრანგები საქმეში ჩაერთნენ: რა შემთხვევაში დატოვებს დიეგო კოშტა ატლეტიკოს? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ შესაძლოა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს. Mundo Deportivo-ს თანახმად, ესპანელი პარიზელების შეტევის პოტენციურ გაძლიერებად განიხილება, მაგრამ კლუბს სახელფასო ჭერის დარეგულირება სჭირდება. პარიზულ გრანდს კოშტას დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ "პსჟ-ს" რომელიმე ფეხბურთელი დატოვებს. თუ ესპანეთის ნაკრების ფორვარდი "მეზეწრეებს" დატოვებს, ამ შემთხვევაში "როხიბლანკო" ედისონ კავანის ტრანსფერს მიუბრუნდება. თანაც, ურუგვაელ თავისუფალ აგენტს მადრიდში გადასვლისთვის მეტი მოტივაცია ექნება, ვინაიდან მას იქ სანაკრებო პარტნიორი, ლუის სუარესი დახვდება. 31 წლის ფეხბურთელი "ატლეტიკოში" ჯერ 2007-14 წლებში, მეორე ვადით კი 2018 წლიდან ირიცხება და ამ გუნდის მაისურით 209 მატჩში 82 გოლის გატანა და 36 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები