დღეს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი "დინამო ბათუმის" ბრაზილიელი ლეგიონერი, ჯოვინო ფლამარიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ "დინამო თბილისის" უკვე ყოფილი მოთამაშე, ხოსე პერალესი დასახელდა. საუკეთესო მცველის ჯილდო კი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბათუმის "დინამოს" უკანახაზელმა, მამუკა კობახიძემ.
"დინამო თბილისის" კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე და საქართველოს U21 ნაკრების წევრი, ნიკა ნინუა საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა, თბილისელთა მთავარი მეგოლე და ჩემპიონატის ბომბარდირი, ლევან კუტალია კი - საუკეთესო თავდამსხმელია.
ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე გახდა, რომელმაც ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ "დინამო ბათუმთან" ერთად ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.