საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
ოქტომბერში, ეროვნულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ჯვაროსნებმა ჯერ ირლანდიასთან უგოლო ფრე ითამაშეს, მერე კი გიბრალტარი 3:2 დაამარცხეს და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
ბელარუსის ნაკრები, რომელიც დიდი ალბათობით ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდება, 4 პოზიციით დაქვეითდა და 86-ე ადგილს იკავებს.
საინტერესოა, რომ ევროპულ ნაკრებებს შორის ყველაზე დიდი უკუსვლა (-8) ირლანდიის ნაკრებს აქვს, რომელმაც თბილისიდან ქულა წაიღო და ამჟამად 36-ე ადგილზეა.
ევროშესარჩევში დარჩენილი ერთადერთი მეტოქე, რომელსაც დეკემბერში დავუპირისპირდებით შვეიცარიაა, ისინი 2 პოზიციით ჩამოქვეითდნენ და მე-13 ადგილზე არიან.