Belive

,,ფიფას გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელია'' - პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეზარი კულეშამ, განაცხადა, რომ ფიფას გუშინდელი გადაწყვეტილება რუსეთზე რამდენიმე სანქციის დაწესების შესახებ საკმარისი არ არის. პოლონელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ნაკრები რუსეთთან თამაშს არცერთ შემთხვევაში არ აპირებს:

,,ფიფას გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელია. არ ვართ დაინტერესებული ამ მატჩში მონაწილეობით და ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: პოლონეთის ნაკრები არ ითამაშებს რუსეთთან, მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა მათ! არავითარი ინდულგენცია რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ! ინგლისი, ალბანეთი, ჩეხეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია, შოტლანდია, შვეიცარია, შვედეთი და უელსი ჩვენ გვერდით არიან! საფეხბურთო ევროპა პოლონეთის გზას მიჰყვება! ერთად უფრო ძლიერები ვართ,'' - წერს კულეშა ტვიტერის პირად გვერდზე.
გუშინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ფიფასგან რუსეთის სახელით თამაში აეკრძალა, გარდა ამისა, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო მატჩი არ გაიმართება. ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.

სხვა სტატიები