ფერდინანდი | ეს არის ფეხბურთისათვის ომის გამოცხადება
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
- ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ახალ სუპერლიგაში თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა აეკრძალებათ.
- ინგლისის პრემიერლიგა გმობს ახალ წინადადებას, რადგან პროექტი ფეხბურთში არსებულ კონკურენციასა და სპორტულ პრინციპებს საფრთხეს უქმნის. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ტურნირი გაანადგურებს გულშემატკივრების ოცნებას – მათმა გუნდმა საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშოს.
- "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პარი სენ ჟერმენი" სუპერლიგის შექმნის მოწინაღმდეგეთა შორის აღმოჩნდნენ.
"გუნდების გარკვეულმა ნაწილმა ფეხბურთს ომი გამოუცხადა. სამარცხვინო და აღმაშფოთებელი დამოკიდებულებაა. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს." "სამარცხვინოა! არ მჯერა! განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მთელს მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, როგორ გაბედეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება? ახალი იდეა ფეხბურთის მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. არ მესმის, რატომ არ უნდა არსებობდეს ელიტიდან გავარდნისა და ელიტაში აღზევების პრინციპი. რატომ არ უნდა ჯილდოვდებოდე გამარჯვებისთვის და რატომ არ უნდა ისჯებოდე მარცხისთვის. კონკურენცია, პაექრობა, გამარჯვების წყურვილი - ეს კომპონენტები ფეხბურთს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სწორედ ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი." "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს ფეხბურთი არ უყვართ. მათ ფეხბურთი არ იციან. ეს ყველაფერი ბიზნეს ტრანზაქციას ჰგავს. სამარცხვინოა, არ მჯერა! "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარდი ვარ და მე მიყვარს ეს კლუბი, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში მხარს ვერ დავუჭერ", - აღნიშნა რიო ფერდინანდმა.შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაჟღერდა. 2018 წელს, Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის შექმნას აპირებენ. როგორც ირკვევა, ევროპის სუპერლიგა სრულად ჩაანაცვლებს ჩემპიონთა ლიგას და მასში მონაწილეობას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდები მიიღებენ.