Belive

ფეკირთან და გედეშთან ერთად - მამარდაშვილი კოპა დელ რეის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ვალენსიამ” ბილაბოს “ატლეტიკი” – 1:0 დაამარცხა და კოპა დელ რეის ფინალის საგზური ორი მატჩის ჯამში – 2:1 გამარჯვების შედეგად მოიპოვა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც უკვე მიჯრით მეექვსე მატჩში ანდალუსიური კლუბის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულად ითამაშა და ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარის თამაშს, რომელმაც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 7.1 შეფასება დაიმსახურა და მთელს შეხვედრაში, მოედანზე მყოფ 30 ფეხბურთელს შორის მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა, როგორც მედიამ, ისე გულშემატკივარმა დადებითად შეაფასა. მოგვიანებით, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის გოლკიპერიც მოხვდა.
ახალგაზრდა ქართველ მეკარესთან ერთად, სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც გონსალო გედეში, ბორხა იგლესიასი, ნაბილ ფეკირი, კარლოს სოლერი და სხვები არიან.

სხვა სტატიები