ფაბრიციო რომანო: ვეინალდუმი ბარსელონაში 2024 წლამდე ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც ტრანსფერების საკითხზე მუშაობს და ექსკლუზიურად ავრცელებს ინფორმაციას ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ლივერპულის" 30 წლის ნახევარმცველი - ჟორჟინიო ვეინალდუმი "ბარსელონაში" ითამაშებს. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და რამდენიმე დღეში ტრანსფერი გაოფიციალურდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟორჟინიო ვეინალდუმი "ბარსელონას" რიგებში 2024 წლამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში ვეინალდუმი "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" ორი გოლი გაუტანა და კლუბი ფინალში გაიყვანა.Gini Wijnaldum is set to join Barcelona as a free agent until June 2024 - there’s nothing agreed with FC Bayern, he wants to sign for Barça. Last details and... here we go soon! 🚨🇳🇱 #FCB @MatteMoretto — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 25, 2021