ფაბრიციო რომანო - რიშარლისონი ტოტენჰემის ფეხბურთელია!
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი - რიშარლისონი, "ევერტონიდან" კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით ტრანსფერი უკვე დახურულია და ბრაზილიელმა ფორვარდმა კონტრაქტის პირობებს ხელი მოაწერა. ამ ტრანსფერს სულ მალე ლონდონური კლუბიც ოფიციალურად დაადასტურებს. გარიგება £50 მილიონი ფუნტი ჯდება, პლუს დანამატები (ბონუსის სახით). რიშარლისონი სამედიცინო შემოწმებას ბრაზილიაში გაივლის.
ბრაზილიელი ფორვარდი "ევერტონში" 2018/2019 წლების სეზონიდან ირიცხება, მას შემდეგ "კანფეტების" შემადგენლობაში 152 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 53 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.Tottenham have signed Richarlison on a permanent deal, here we go! First part of paperworks now signed with Everton, after full agreement on personal terms. 🚨⚪️🇧🇷 #THFC Fee will be £50m guaranteed plus add-ons. Richarlison, on his way for medical tests in Brasil. Done deal. pic.twitter.com/r5zFOJPK1f — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 30, 2022