ფაბრიციო რომანო განმარტავს, თუ რატომ არ უნდათ ფეხბურთელებს "ლივერპულში" გადასვლა
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ამ მომენტისთვის ფეხბურთელებს "ლივერპულში" გადმოსვლა არ სურთ, რადგან მათ ესმით, რომ ისინი მხოლოდ ტრავმირებული მოთამაშეების დროებითი შემცვლელები იქნებიან და მაქსიმუმ 6-7 თამაშს ჩაატარებენ, ხოლო როცა ისეთი ფეხბურთელები დაბრუნდებიან და ფორმაში ჩადგებიან, როგორებიც არიან ვან დაიკი, მატიპი, გომესი და ჟოტა, ახალმოსულებს შეიძლება ერთი ან მეტი სეზონით მოუწიოთ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა".თავის მხრივ, არც "ლივერპული" აქტიურობს ტრანსფერების განსახორციელებლად და კლოპი არსებული რესურსით აგრძელებს მუშაობას. პრემიერლ ლიგაში ჩატარებული 17 შეხვედრის შემდეგ "წითლები" სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან 33 ქულით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კლოპის გუნდი ზედიზედ 3 ტურია ვერ იგებს.