ფაბრეგასი: ,,მესი ისტორიაში საუკეთესოა, არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ისევ ვიხილავთ''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:
- ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია უდავოდ ლეო მესია... იმიტომ, რომ ის საუკეთესოა (იღიმის)
- ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?
- ისევ მესი... არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ოდესმე ისევ ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში... მასთან ერთად 12 წლიდან ვთამაშობდი, ასე რომ, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ის უბრალოდ საოცარია.