Belive

ფაბიო კანავარო თურქულ გუნდს ჩაიბარებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კანავარო ,,ფათიჰ კარაგუმრუკის'' მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და კანავაროს დანიშვნის შესახებ ინფორმაციას თურქული გუნდი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაადასტურებს.

,,ფათიჰ კარაგუმრუკში'' გასული სეზონის მეორე ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ, გაატარა, სადაც 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფაბიო კანავაროს ბოლო გუნდი ,,ბენევენტო'' იყო. მანამდე 49 წლის სპეციალისტი ,,გუანჯოუს'', ,,ალ ნასრისა'' და ,,ტიანძინის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

სხვა სტატიები