Belive

ფაბინიო ალ იტიჰადთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' ნახევარმცველი, ფაბინიო საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ალ იტიჰადი'' ბრაზილიელის სანაცვლოდ ,,მერსისაიდელებს'' 40 მილიონ ფუნტს უხდის.

როგორც The Athletic-ი წერს, 29 წლის ფეხბურთელი არაბულ კლუბს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

,,ალ იტიჰადმა'' წელს უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმა - კარიმ ბენზემა და ნ'გოლო კანტე გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ, ჟოტას სანაცვლოდ კი ,,სელტიკმა'' 29 მილიონი ევრო მიიღო.

ფაბინიომ გასულ სეზონში ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები